Accentnews.ge
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

02/03/2020 09:07:42 საზოგადოება, რეკლამა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „აქცენტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობირების ამაღლება, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ადგილობრივი თემებისა და დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობათა გაძლიერება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.

შეხვედრა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით ქვეყანაში დაგეგმილია ეროვნულ დონეზე მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის დირექტორმა გახსნა, რომელმაც პროექტის მიზნებზე და ადგილობრივი თემების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით.

„საინფორმაციო შეხვედრები ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მოწყვლად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი არასამთავრობო, თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების, მედიის და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე მოსწავლეები და სტუდენტები. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 7 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S