
რუსეთის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომია, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
28/03/2025 06:20:43 მსოფლიო
რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომია, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ცნობით, "სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია უპილოტო საფრენი აპარატები". მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.
დღეს გამთენიისას დროებით დაკეტეს ქალაქ სარატოვის აეროპორტი.
სარატოვი და ენგელსი მდინარე ვოლგის ორ ნაპირზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარეობს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, "სარატოვის ოლქში 19 უკრაინული დრონი გაანადგურეს".
ენგელსის საავიაციო ბაზაზე, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინას რაკეტებით ხშირად უტევს, დისლოცირებულია „ტუ-ს" ტიპის ბომბდამშენები და განთავსებულია მართვადი ავიაბომბების და ფრთოსანი რაკეტების საწყობები.