
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
26/03/2025 08:58:05 მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
სომხეთის მთავრობამ კანონპორექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად 2025 წლის იანვარში შეათანხმა და პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო.
რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ "სომხეთის ამ ნაბიჯს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დაწყებად განიხილავენ , რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან".