Accentnews.ge
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

26/03/2025 08:43:13 პოლიტიკა, სამართალი

პროკურატურამ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე, 25 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შემდეგი განაცხადა:

"მიღებულია გადაწყვეტილება, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის".

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S