Accentnews.ge
ტრამპი - შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე: რუსეთმა ხუთი თუ ექვსი პირობა დაასახელა, ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ

ტრამპი - შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე: რუსეთმა ხუთი თუ ექვსი პირობა დაასახელა, ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ

26/03/2025 06:12:23 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ წამოაყენა.

„ჩვენ ახლა ყველა მათგანზე ვფიქრობთ. არის ხუთი თუ ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.

საუდის არაბეთში 23-25 მარტს გამართული აშშ-უკრაინის და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.

მოსკოვი მოითხოვს სანქციების მოხსნას „როსსელხოზბანკისა“ და სურსათის და სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, უცხოეთის პორტებში მომსახურების შეზღუდვის გაუქმებას რუსეთის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებსაც სურსათი და სასუქები გადააქვთ და რუსეთისთვის ამ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდების აღდგენას.

25 მარტს, ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმებით მანიპულირება დაიწყო და ფაქტობრივად, ცდილობს შუამავლების და მთელი მსოფლიოს მოტყუებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S