Accentnews.ge
თურქეთში აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს

თურქეთში აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს

24/03/2025 15:33:52 მსოფლიო

სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების შემდეგ თურქეთში აგორებულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 333 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია ავრცელებს.

დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა შეუფარდა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ აქციები აკრძალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S