Accentnews.ge
ჩინეთი უარყოფს მედიის ცნობებს, რომ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს

ჩინეთი უარყოფს მედიის ცნობებს, რომ უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას განიხილავს

24/03/2025 15:25:58 მსოფლიო

ჩინეთმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ პეკინს ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებები აქვს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესახებ.

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს", - თქვა თემის კომენტირებისას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა კუო ძიაქუნმა.

მისი თქმით, ჩინეთის მიზანია, "გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს და შეიქმნას პირობები ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის დასრულებისთვის".

დასავლური მედია წერდა, რომ ჩინეთი პოტენციურ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას განიხილავდა და რომ მისიაში მისი მონაწილეობა "პოტენციურად გაზრდიდა რუსეთის მიმღებლობას უკრაინაში სამშვიდობო ძალებისადმი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S