Accentnews.ge
ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციის წევრების შეხვედრა იმართება

ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციის წევრების შეხვედრა იმართება

24/03/2025 14:50:05 მსოფლიო

ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე ვაშინგტონის ოფიციალური პირები უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან: თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი მაიკლ ანტონი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.

რუსეთს წარმოადგენენ: გრიგორი კარასინი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და FSB-ის ხელმძღვანელის მრჩეველი სერგეი ბესედა.

მედია წერს, რომ დღევანდელი დისკუსიის მიზანია „ცეცხლის შეწყვეტის მსუბუქი ვარიანტის” განხილვა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S