Accentnews.ge
კიევის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

კიევის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

24/03/2025 06:36:12 მსოფლიო

კიევის, ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქებზე რუსეთის მიერ დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფასტოვის რაიონში დაიჭრა ერთი ადამიანი, დაზიანებულია ორი კერძო სახლი და საწარმო.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიეს რაიონში, სადაც დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები და გაზის მილი.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ორი ადამიანი, მათ შორის 25 წლის ორსული, დაიჭრა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S