Accentnews.ge
ტრამპმა "ყველაზე განვითარებული და მომაკვდინებელი" თვითმფრინავი წარადგინა

ტრამპმა "ყველაზე განვითარებული და მომაკვდინებელი" თვითმფრინავი წარადგინა

21/03/2025 18:08:37 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მსოფლიოს პირველი მე-6 თაობის საბრძოლო თვითმფრინავი" - F-47 წარადგინა.

ტრამპმა მისი წარმოებისთვის კონტრაქტი კომპანია Boeing-ს მიანიჭა.

ტრამპის თქმით, "F-47 ყველაზე განვითარებული, ყველაზე ქმედუნარიანი, ყველაზე მომაკვდინებელი თვითმფრინავი იქნება, რომელიც ოდესმე შექმნილა".

"თვითმფრინავის ექსპერიმენტული ვერსია თითქმის უკვე 5 წელია, რაც ფარულად დაფრინავს და გვჯერა, რომ ის მასობრივად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაძლებლობებს",- თქვა ტრამპმა.

ჰეგსეთის თქმით, F-47 "ძალიან პირდაპირი გზავნილია ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ, და ჩვენი მტრებისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ, მომავალი თაობებისთვის მსოფლიოს გარშემო ძალა შეუფერხებლად ვაჩვენოთ".

ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ახალი საბრძოლო თვითმფრინავი რამდენიმე დრონთან ერთად იფრენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S