Accentnews.ge
ჰითროუს აეროპორტი დროებით დაიხურა

ჰითროუს აეროპორტი დროებით დაიხურა

21/03/2025 07:46:20 მსოფლიო

ლონდონის უმსხვილესი საერთაშორისო აეროპორტი ჰითროუ 21 მარტს, დღის ბოლომდე დაიკეტა. ქვესადგურში, რომელიც აეროპორტს ელექტროენერგიით ამარაგებს, გასულ ღამით ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ენერგომომარაგების შეფერხების გამო აეროპორტის ადმინისტრაციამ ჰითროუს დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავები სხვა აეროპორტებისკენ გაგზავნა.

BBC-ს ცნობით, ქვესადგური, სადაც ხანძარი გაჩნდა, ლონდონის დასავლეთში მდებარე ჰეისის რაიონშია. ხანძრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 ათასზე მეტ სახლსაც. ევაკუირებულია ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები 150-მდე ადამიანი.

ჰითროუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. 2024 წელს ის 83,9 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S