
ზაპორჟიეზე ავიადარტყმას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები
21/03/2025 05:44:53 მსოფლიო
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 20 მარტის ღამით უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიჭრა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 წლის ბიჭია. მისივე თქმით, რუსულმა ავიაბომბებმა დაანგრია ორი და დააზიანა სამი კერძო სახლი.
გარდა ამისა, უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესაზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, ხანძრები გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიებში.