Accentnews.ge
აფეთქება მოხდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მესამე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ

აფეთქება მოხდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მესამე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ

21/03/2025 05:37:01 მსოფლიო

აფეთქება მოხდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მესამე დღეა, ხანძარს ვერ აქრობენ.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავდა ორი მეხანძრე და დაზიანდა სამი ერთეული ტექნიკა.

"ჯერ კიდევ 19 მარტს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, ცეცხლმოკიდებული რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ აფეთქება გამოიწვია და ხანძრის ფართობი 10 000მ²-მდე გაიზარდა. ამჟამად ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე იწვის ორი რეზერვუარი და მათი მიმდებარე ტერიტორია. ცეცხლის ქრობაში ჩართულია 456 მეხანძრე და 181 ერთეული ტექნიკა", – აცხადებენ ოპერატიული შტაბში.

ნავთობის საცავი კრასნოდარის მხარის სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარეობს. 19 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ობიექტს სამი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რის შედეგადაც ნავთობის ერთ-ერთი რეზერვუარის ჰერმეტულობა დაირღვა და 1700მ² ფართობზე ხანძარი გამოიწვია".

რუსული მხარის ცნობით, "სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარე ეს ობიექტი უზრუნველყოფს სარკინიგზი ცისტერნებით ნავთობის მიწოდებას საერთაშორისო კომპანიის, კასპიის მილსადენების კონსორციუმის მილების სისტემისთვის".

კრასნოდარის მხარეში ამ კომპანიის ობიექტზე დრონებით შეტევა 17 თებერვალსაც განხორციელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S