
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
20/03/2025 13:16:35 საზოგადოება
„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მან მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა – 34 მოიპოვა.
აქამდე NBA-ის ისტორიაში 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა (33) ამჟამად „ბოსტონ სელტიქსის“ რიგებში მოთამაშე ამერიკელ უკანახაზელს ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა მოპოვებული.
ასევე, NBA-ის შეხვედრაში არც ერთ ქართველს 34 ქულა არ დაუგროვებია. მანამდეც ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი მამუკელაშვილს ჰქონდა – 2022 წლის 10 აპრილს „კლივლენდ კავალიერსთან“ სანდროს ანგარიშზე 28 ქულა იყო და ამით გააუმჯობესა ზაზა ფაჩულიას შედეგი – 27 ქულა.