Accentnews.ge
ზელენსკი: უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სარკისებურად ვუპასუხებთ

ზელენსკი: უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმას სარკისებურად ვუპასუხებთ

20/03/2025 12:11:56 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე ილაპარაკა.

"ტრამპთან ვისაუბრე ენერგეტიკის, ენერგეტიკული ქსელის და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ. და სწორედ ამიტომ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მომზადდეს მნიშვნელოვანი ობიექტების სია, ამ ობიექტების წინააღმდეგ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს შორი რადიუსის იარაღი". – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა იზრუნოს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინულ ენერგოობიექტებზე იერიშები.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ტექნიკური სპეციალისტების ჩართვის შემდეგ, საკითხზე დეტალურად მომავლში ილაპარაკებენ.

"უკეთესის იმედი ვიქონიოთ. თუმცა, ალბათ სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის. დღეისთვის სიტუაცია ასეთია. რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს უკრაინას? სარკისებური!". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S