Accentnews.ge
"ახლა უკრაინაში განგაშია, გასაგებია რაც ხდება" - ზელენსკი ტრამპისადმი პუტინის დაპირების შემდეგ

"ახლა უკრაინაში განგაშია, გასაგებია რაც ხდება" - ზელენსკი ტრამპისადმი პუტინის დაპირების შემდეგ

18/03/2025 21:22:35 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ უსაუბრია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ამ უკანასკნელის ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ.

“ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე" , - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.

“ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, “შაჰედებით” მათ შორის, მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მედიასთან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს.

ზელენსკის თქმით, აშშ-სა და რუსეთს თავიანთი საკითხების ფართო წრე აქვთ და შეუძლიათ, განიხილონ ის, რაც სურთ, "მეჩვენება, რომ ეს მათი ორმხრივი ურთიერთობებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ვითარებაზეც”.

“ჩვენ სალათები არ ვართ, კომპოტი არ ვართ ამ ადამიანისთვის, მისი მადის მიუხედავად. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომ ჩვენს გარეშე ჩვენს შესახებ - ვთვლი, რომ არასწორია შეთანხმება, ვინაიდან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S