
დონალდ ტრამპი სი ძინპინს აშშ-ში ელის
18/03/2025 08:24:19 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, შესაძლოა, „არც ისე შორეულ მომავალში“ შეერთებულ შტატებს ეწვიოს.
„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, - თქვა ტრამპმა.
Reuters აღნიშნავს, რომ საკითხის ირგვლივ დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ არც თეთრ სახლში და არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოში.
ტრამპმა თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ ჩინეთიდან ყველა სახის იმპორტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა.
მისი თქმით, პეკინმა არ შეაჩერა აშშ-ის ტერიტორიაზე იმ ქიმიკატების ნაკადის შესვლა, რომელსაც უკანონო ფენტანილის დასამზადებლად იყენებდნენ და რაც აშშ-ში ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების სიკვდილის მთავარი მიზეზია.
ჩინეთი აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სერიოზული ზომები მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, პეკინმა ვაშინგტონს საპასუხო სავაჭრო ზომები დაუწესა.