Accentnews.ge
საქართველოში აშშ-ის ელჩი: "ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს"

საქართველოში აშშ-ის ელჩი: "ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს"

28/02/2020 17:12:19 საგარეო პოლიტიკა

"კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარება",- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში აცხადებს.

"საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლების ახალი არეალი ორ ქვეყანს შორის.

თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. მე და ჩემი პარტნიორი, დაგი მოუთმენლად ველით საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გაცნობას.

ჩვენ უკვე გვქონდა შესაძლებლობა, გვესეირნა თბილისში და გვენახა რამდენიმე მუზეუმი. უკვე მოვიხიბლეთ საზოგადოებრივი ხელოვნებითა და ძველი არქიტექტურით. დაგი მწერალია და ალბათ, მართებულია, რომ პირველი საჩუქარი, რაც აქ მივიღეთ, არის „ვეფხისტყაოსნის“ უმშვენიერესი გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ ერთხელაც შევძლებთ ამ წიგნის ქართულად წაკითხვას, თუმცა ჯერ ვსწავლობთ თქვენს უნიკალურ ენას. რაც შემეხება მე, მე კალიფორნიიდან ვარ და უკვე 26 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვმსახურობ. ვმუშაობდი პაკისტანში, ბოცვანაში, თურქეთში, ავღანეთში, კოსოვოში, იტალიასა და ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში“,- აცხადებს კელი დეგნანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S