Accentnews.ge
ანგარიშები დაუყადაღეს ფონდებს, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებოდნენ დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში

ანგარიშები დაუყადაღეს ფონდებს, რომლებიც მოქალაქეებს ეხმარებოდნენ დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში

17/03/2025 11:49:44 პოლიტიკა, საზოგადოება

საქველმოქმედო ორგანიზაცია „ნანუკას ფონდთან“ ერთად, დაყადაღებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც.

"დაყადაღებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები. ჯერ-ჯერობით, დამატებითი დეტალები ჩვენთვის უცნობია.რთული პერიოდია, თუმცა გვჯერა, ერთად ყველა სირთულეს გადავლახავთ"- ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომლის დაფუძნებულიც არის „ნანუკას ფონდი“, „ფეისბუკში“ წერს, რომ დაყადაღებულია კიდევ ერთი ფონდის - „ფროსფერითი ჯორჯიას“ - საბანკო ანგარიშებიც.

სამივე ორგანიზაცია ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყო პროევროპული აქციების მონაწილეთა დახმარებაზე. ისინი მოქალაქეებს ეხმარებოდნენ პოლიციის გამოწერილი და სასამართლოს დაკისრებული სოლიდური ჯარიმების გადახდაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S