Accentnews.ge
მედია: რუსეთი და ჩინეთი კოსმოსში შეტევით შესაძლებლობებს აქტიურად ავითარებენ

მედია: რუსეთი და ჩინეთი კოსმოსში შეტევით შესაძლებლობებს აქტიურად ავითარებენ

17/03/2025 08:42:51 მსოფლიო

აშშ-ის ოფიციალური სამხედრო პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ცდიან ახალ შეტევით შესაძლებლობებს კოსმოსში,- იტყობინება CNN.

ოფიციალური პირები მიუთითებენ ამ ქვეყნების მიერ ბოლო თვეებში სატელიტების ჩართულობით ჩატარებულ წვრთნებზე. კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირის თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ, რუსული სატელიტები მონაწილეობდნენ "შეტევის და თავდაცვის ტაქტიკებს" წვრთნებში.

CNN-ს წყარო უყვება, რომ ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, თუ როგორ მუშაობდნენ რამდენიმე რუსული სატელიტი კოორდინირებულად, რათა ალყა შემოერტყათ სხვა სატელიტისთვის, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმყოფებოდა. ამგვარი მანევრებით მათ შეეძლებათ სამომავლო კონფლიქტში მტრის კოსმოსური აპარატებზე შეტევა განახორციელონ.

ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის მთავარი მიზანი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაა. ასევე, რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული სატელიტური გადაადგილებები მიუთითებს, რომ ისინი აქტიურად ემზადებიან კოსმოსში შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის.

გასული წლის განმავლობაში ჩინეთმაც განახორციელა მსგავსი წვრთნები კოსმოსში. 2024 წლის დეკემბერში, რამდენიმე ჩინურმა სატელიტმა ახლო ფორმირებაში მოახერხეს მანევრირება - რამაც შესაძლო სამხედრო გამოყენების შესახებ აშშ-ში შიშები გააძლიერა.

წყაროს თქმით, აშშ-ის კოსმოსური ძალების ოფიციალური პირების ყურადღება გამახვილებულია საკუთარი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ შეძლებენ კოსმოსში მანევრულობის გამოყენებას სამხედრო უპირატესობის მისაღებად.

აშშ-ის კოსმოსური ძალების სადაზვერვო შტაბის მტკიცებით, აშშ კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას კოსმოსში როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მიმართ, თუმცა ორივე ქვეყანა ავითარებს ახალ სისტემებს სამხედრო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ამერიკულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S