
მეზვრიშვილი: დარეგისტრირებულია საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე
17/03/2025 08:19:24 პოლიტიკა
„გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სხდომების დახურვა გადაწყვიტა.
კერძოდ, მისი ცნობით, დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე.
"როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 06 მარტს „საინტერესო“ საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად „ოცნების“ ოფისშია დაწერილი",- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.