
უიტკოფი ამბობს, რომ კრემლთან "პორტებზე წვდომას" და "შავ ზღვაზე შეთანხმებას" განიხილავენ
17/03/2025 08:13:05 მსოფლიო
ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველ საკითხებში, მათ შორის, "პორტებზე წვდომა" და "შავ ზღვაზე შესაძლო შეთანხმება" შედის.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოიცავს იმას, "თუ როგორ უნდა შეაჩერებინო ხალხს ერთმანეთთან ბრძოლა 2 000 კილომეტრიან საზღვარზე". და ეს არც მოიცავს "დაპირისპირების მთავარ არეს, რომელიც კურსკია".
"ასევე ბრძოლის ველის სხვადასხვა პირობებია. ეს უნდა განვიხილოთ. არის რეგიონები, რომელთა შესახებ ყველამ ვიცით, რომ მათზე რუსეთი არის ფოკუსირებული. არის ბირთვული რეაქტორი, რომელიც უკრაინას საკმაოდ ბევრი ელექტროენერგიით ამარაგებს. ამას მოგვარება სჭირდება. არის პორტებზე წვდომაც. არის შავ ზღვაზე შესაძლო შეთანხმებაც. აქ ცეცხლის შეწყვეტის შესრულებას უბრალოდ ძალიან ბევრი ასპექტი აქვს". - თქვა უიტკოფმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სამშაბათს, 18 მარტს, ტელეფონით ილაპარაკებს.