Accentnews.ge
ერდოღანი – ტრამპს: თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებიდანვე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს

ერდოღანი – ტრამპს: თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებიდანვე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს

17/03/2025 06:13:05 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ერდოღანის ოფისი ავრცელებს.

მისი ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონულმა და გლობალურმა მოვლენებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ინტენსიური საუბრების გამართვა აუცილებელი გახადა და დასძინა, რომ ანკარა მხარს უჭერს ტრამპის გადამწყვეტ და პირდაპირ ინიციატივებს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ.

"თურქეთი ომის დაწყების დღიდანვე მუშაობს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის და მომავალშიც ასე გააგრძელებს",– აღნიშნა ერდოღანმა.

მისი ოფისის ინფორმაციით, მან ასევე ისაუბრა "სირიისთვის სანქციების მოხსნაში ერთობლივი წვლილის მნიშვნელობაზე, სტაბილურობის აღსადგენად, ახალი ადმინისტრაციის ფუნქციურობის მისაღწევად და ნორმალიზაციის მხარდასაჭერად. ეს სირიელებს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს".

"გარდა ამისა, თურქეთი აშშ-სგან მოელის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ნაბიჯებს, თურქეთის ინტერესების გათვალისწინებით", – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია CAATSA-ს სანქციების შეწყვეტა, F-16 შესყიდვის პროცესის დასრულება და F-35 პროგრამაში თურქეთის ხელახალი მონაწილეობის საკითხის მოგვარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S