Accentnews.ge
რუბიო: აშშ-ის გეგმა A უკრაინას და რუსეთს შორის სროლის შეწყვეტაა, რათა გადავიდეთ გეგმა B–ზე, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს

რუბიო: აშშ-ის გეგმა A უკრაინას და რუსეთს შორის სროლის შეწყვეტაა, რათა გადავიდეთ გეგმა B–ზე, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს

17/03/2025 05:52:50 მსოფლიო

აშშ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამერიკულ ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიმართავს თუ არა რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების გაჭიანურების ტაქტიკას მიმართავს, რუბიომ განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთთან აშშ-ის მოლაპარაკების პროცესის საჯაროდ განხილვას.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელის სტივ უიტკოფის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან იმედისმომცემი იყო, თუმცა, გარკვეული პრობლემები არსებობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, არსებობს რთული, სამწლიანი ომი, რომელიც დიდ ფრონტზე მიმდინარეობს და მისი შეწყვეტა იოლი არ არის.

რუბიოს განცხადებით, აშშ-ის გეგმა A უკრაინას და რუსეთს შორის სროლის შეწყვეტაა, რათა გადავიდეთ გეგმა B–ზე, რომელიც მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.

როგორც მან აღნიშნა, პირველი ეტაპის გარეშე მეორეზე ვერ გადავლენ, რადგან რთულია შეთანხმების მიღწევა, სანამ მხარეები ერთმანეთს ესვრიან.

გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები", რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კიევი რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S