Accentnews.ge
ენმ: კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა

ენმ: კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა

14/03/2025 18:29:21 პოლიტიკა

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით", გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი.

პარტია წერს, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ლოკაციაა და ასევე აღნიშნავს, რომ "საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის."

"დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც ნაციონალური მოძრაობა კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში "ჩეკას" ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ს ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს.

ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისი, პარტიის რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო, ეროვნული პოლიტიკური გაერთიანება, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის." - წერია განცხადებაში.

ამასთან ერთად, ენმ აცხადებს, რომ მათ "არც ერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი" არ აფინანსებს, რის გამოც პარტია "ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას" გეგმავს.

"ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომელსაც სხვადასხვა აქტორები ქმნიდნენ, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აფინანსებს არც ერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი.

უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში." - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S