Accentnews.ge
აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს

აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს

14/03/2025 06:20:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ენერგო გადახდებზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში არსებული გამონაკლისის ვადა, რომელიც გარკვეულ რუსულ ბანკებს შეეხებოდა არ გაახანგრძლივა.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც სანქციები არ ეხებოდათ მოიცავდა : „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“ „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სტრუქტურებს.

სანქციები რუსული ენერგოსექტორისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 10 იანვარს შემოიღეს და 12 მარტამდე მოქმედებდა. კერძოდ, ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში დააწესა 60-დღიანი გამონაკლისი, რომელიც სანქცირებული რუსული ბანკების მონაწილეობით გარკვეული ტრანზაქციების საშუალებას იძლეოდა. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შემდეგ კი ბანკებს აღარ შეუძლიათ წვდომა აშშ-ის გადახდის სისტემებზე ენერგეტიკასთან დაკავშირებული ტრანზაქციების განსახორციელებლად.

CBS News-ის ცნობით, ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება უძნელებს სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.

როგორც გამოცემა წერს, შეზღუდვების გამკაცრება იმ ფონზე ხდება, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, მიიღოს შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო, რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის. 7 მარტს ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth დაწერა, რომ "მისი მიზანია, მისცეს მოსკოვს ბიძგი გააფორმოს უკრაინასთან ზავი". „რუსეთო და უკრაინა დასხედით [მოლაპარაკების] მაგიდასთან დაუყოვნებლივ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან“, - დაწერა 7 მარტს ტრამპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S