
სამეგრელოში 18 წლის ბიჭი დაჭრეს
03/06/2019 04:08:05 სხვა, სამართალი
სამეგრელოში 18 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში თევზაობის დროს შელაპარაკებას მოჰყვა.
ვახტანგ გახარიას დანით 11 ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ახალგაზრდას ელენთა და თირკმელი ამოაჭრეს. ექიმების თქმით, ის ამ დრომდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა და მისი მდგომარეობა უმძიმესია. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დანიშნულია ექსპერტიზა.