Accentnews.ge
ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთი "უკრაინის მსგავსად კონსტრუქციულად უპასუხებს" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას

ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთი "უკრაინის მსგავსად კონსტრუქციულად უპასუხებს" ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას

12/03/2025 20:23:43 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ "რუსეთი უკრაინის მსგავსად კონსტრუქციულად უპასუხებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას". ამის შესახებ მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანი მიესალმა უკრაინის მიერ 11 მარტს ამერიკელებთან საუბრის შემდეგ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე დათანხმებას.

“ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულად უპასუხებს”, - თქვა ერდოღანმა.

თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ 12 მარტს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას თურქეთს მოუწოდა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ნებისმიერ სამშვიდობო პროცესში უკრაინის შესახებ.

"მე პრეზიდენტ ერდოღანს წარვუდგინე მკაფიო წინადადება თურქეთისთვის, რათა შესაძლებლობის ფარგლებში დიდი პასუხისმგებლობა აიღოს სამშვიდობო პროცესზე, რაც მთელს ჩვენს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს" - თქვა ტუსკმა და დასძინა, "ჩვენ ვიცით, რაც უკრაინისთვის, რეგიონისთვისა და ევროპისთვის გვინდა".

თავის მხრივ, ერდოღანმა აღნიშნა უკრაინის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მხარდაჭერა პოზიტიური ნაბიჯია:

"თუ ბოლო მოვლენები რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდაზე დააბრუნებს, ჩვენ მზად ვართ, ყველა სახის წვლილი შევიტანოთ, მათ შორის [შეხვედრების] მასპინძლობითაც".

თურქეთს სურს, იყოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S