Accentnews.ge
ტრამპის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება, „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებული

ტრამპის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება, „დამანგრეველი“ სანქციები იქნეს გამოყენებული

12/03/2025 20:12:11 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი გადაწყვეტს, გააგრძელოს ომი, მის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს „დამანგრეველი“ სანქციები.

„არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც შემიძლია და რაც არც ისე სასიამოვნოა ფინანსური თვალსაზრისით...

ეს ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან მშვიდობის მიღწევა მსურს,“ თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ფინანსური ზომები“ შეიძლება „დამანგრეველი“ იყოს მოსკოვისთვის.

მან აღნიშნა, რომ ახლოს ვართ უკრაინასთან დაკავშირებით რაღაცის მიღწევასთან.

მისი თქმით, უკრაინის ერთ დროს „რთულმა“ მხარემ აზროვნება შეცვალა.

„ჩემთან იყო ადამიანი [ზელენსკი], რომელსაც თითქოს არ სურდა მშვიდობა. ახლა ის მშვიდობაზე დათანხმდა. ასე რომ, ვნახოთ,“ -დასძინა ტრამპმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S