Accentnews.ge
რუსეთისა და აშშ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთისა და აშშ-ის საგარეო დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა ტელეფონით ისაუბრეს

12/03/2025 10:46:08 მსოფლიო

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა 11 მარტს სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინეტერფაქსი" ავრცელებს.

საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, დაზვერვის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს „საერთო ინტერესებისა და კრიზისული სიტუაციების მოგვარების მიმართულებით“.

რუსული მხარის ცნობით, მიაღწიეს შეთანხმებას დაზვერვის სამსახურების დირექტორებს შორის რეგულარული კონტაქტების შენარჩუნებაზე, მათ შორის „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაციის“ შემცირებაზე.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნარიშკინისა და რეტკლიფის საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ეს ამერიკულ და რუსულ სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს შორის პირველი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ნარიშკინსა და რეტკლიფს შორის სატელეფონო საუბარი 11 მარტს შედგა, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის ფონზე, სადაც კიევი ვაშინგტონის წინადადებას დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა 17 მარტის შემდეგ დაიწყება.

ჯედაში გამართული მოლაპარაკებებიდან მალევე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული და ამერიკული მხარეები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკითხის განსახილველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S