Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე 3 ბალისტიკური რაკეტით და 133 დრონით მიიტანა იერიში

რუსეთმა უკრაინაზე 3 ბალისტიკური რაკეტით და 133 დრონით მიიტანა იერიში

12/03/2025 10:41:18 მსოფლიო

12 მარტის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 133 უპილოტო საფრენი აპარატითა და "ისკანდერის" ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. 133 დრონიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 98 დრონი გაანადგურა, ხოლო 20-მა დრონმა მიზანს ვერ მიაღწია. თავდასხმის შედეგად უკრაინის 5 რეგიონი დაზარალდა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

"11 მარტს მტერმა ოდესასა და კრივოი როგზე "ისკანდერის" ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით, ასევე სხვადასხვა 133 დარტყმითი, მათ შორის Shahed-ის ტიპის უპილოტო აპარატებით მიიტანა იერიში. თავდასხმა განხორცილდა ორელის, შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის და დროებით ოკუპირებული ყირიმის მიმართულებებიდან. შეტევა მოვიგერიეთ შემდეგ რეგიონებში: ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ვინნიცის, ტერნოპოლის, როვნოს, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და ხერსონის ოლქებში. მტრის 20 იმიტაციური დრონი ლოკაციურად დაიკარგა, რასაც უარყოფით შედეგებს არ გამოუწვევია" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, სუმის და კიევის ოლქები.

რუსულმა სამხედროებმა 11 მარტის ღამესაც მიიტანეს იერიში ოდესის პორტზე, რის შედეგადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და გემები. იერიშის შედეგად ასევე დაიღუპნენ გემებზე მყოფი სირიის მოქალაქეები. ბალისტიკური რაკეტით დარტტყმის შედეგად დაზიანდა გემი MJ PINA, რომელიც ბარბადოსის დროშის ქვეშ ცურავდა. დარტყმის მომენტში გემი ალჟირში გასაგზავნად ხორბალს ტვირთავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S