
ირანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს „უნდა შერცხვეს“ იმის, რაც უკრაინის პრეზიდენტს გაუკეთა
11/03/2025 18:43:08 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ის მოლაპარაკებებს არ გამართავს შეერთებული შტატების ლიდერ დონალდ ტრამპთან, სანამ ის მუქარას განაგრძობს. მანამდე ტრამპმა ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, იუწყება Al Arabiya.
"მე შენთან მოლაპარაკებას მუქარის ქვეშ არ ვაპირებ", - თქვა მან.
ამავდროულად, Mehr News დასძენს, რომ პეზეშკიანმა დაგმო ტრამპის ქცევა თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს. მისი თქმით, ამერიკელ ლიდერს „უნდა შერცხვეს“ იმის, რაც უკრაინის პრეზიდენტს გაუკეთა.