
"ღვინის ქარხანაში" ხანძარია
11/03/2025 18:15:50 საზოგადოება
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, "ღვინის ქარხანაში" ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი რესტორნის სახურავზე გაჩნდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.