Accentnews.ge
თენგიზ ცერცვაძე: "პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა"

თენგიზ ცერცვაძე: "პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა"

28/02/2020 11:44:01 საზოგადოება

31 წლის პაციენტს, რომელსაც დღეს ახალი ტიპის კორონავირუსი ("COVID-19") დაუდგინდა, სიმპტომები არ ჰქონდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ანალოგიური ვითარება იყო "COVID-19"–ით ინფიცირებული 50 წლის მამაკაცის შემთხვევაშიც.

"რომ არ ყოფილიყო მაღალი სიფხიზლე ამ პაციენტების მიმართ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოგზაურობდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, როგორიც არის ირანი და იტალია, ისინი აქ არ მოეყვანათ და მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ეხელმძღვანელათ (არც ერთ მათგანს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და მწვავე რესპირატორული ინფექცია), ისინი არ მოხვდებოდნენ ჩვენთან და დიდი ალბათობით, გაავრცელებდნენ ინფექციას. სწორედ უსიმპტომო პაციენტები წარმოადგნენ ყველაზე მაღალ რისკს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტი იმყოფება, მათგან ორი ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

"34-დან ნაწილს უკვე ჩაუტარდა გამოკვლევა და არ დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია და ისინი ელოდებიან საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. 16 პაციენტს აღებული აქვს საკვლევი მასალა და საღამოს იქნება პასუხები", – დასძინა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2–მდე გაიზარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, 2 კვირა თვითიზოლაციაში ყოფნას სთხოვენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S