
რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება, გამზირი კვლავ გადაკეტილია
11/03/2025 17:59:34 საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.
პროტესტის 104-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროევროპულიაქციების დროს დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”.
საქართველოში აქციები იმართება გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. აქციების დროს საპოლიციო ძალებმა იძალადეს ასობით დემონსტრანტზე, თუმცა არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა. პროევროპული აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავეს ათობით დემონსტრანტი, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად გამკაცრდა დემონსტრაციებთან დაკავშირებული მთელი რიგი კანონები, დაანონსებულია შეზღუდვები, მათ შორის მედიასთან და სამოქალაქო სექტორთან მიმართებით.