
"გადამწყვეტი მომენტია" - პარიზში 36 ქვეყნის გენშტაბების უფროსები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ
11/03/2025 17:44:20 მსოფლიო
პარიზში 36 ქვეყნის გენერალური შტაბების უფროსები უკრაინის დახმარების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ.
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ტიერი ბურკჰარდი X-ზე წერს, რომ გადამწყვეტი მომენტი დგას.
“პარიზში, ჩემს კოლეგა, ბრიტანელ ტონი რადაკინთან [და] 34 ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებთან ერთად - შევიკრიბეთ უკრაინის მხარდაჭერის საკითხის განსახილველად. გადამწყვეტი მომენტია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების კუთხით ევროპულ პოზიციას განსაზღვრავს უკრაინასთან მიმართებით და აშშ-სთან დაკავშირებით”, - წერს ბურკჰარდი.
საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების გენერალური შტატების უფროსები: ალბანეთი, გერმანია, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, თურქეთი, კვიპროსი, ხორვატია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი.