Accentnews.ge
ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან მიმართავს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან მიმართავს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს

11/03/2025 11:42:31 საზოგადოება

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან ეხმიანება თეატრალურ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს. წერილს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.

„დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები „ღია დაპირისპირებაში შესვლას“. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!

რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და პატივსაცემი ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!

პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!

იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!“ - წერს ჭიჭინაძე.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მათ სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უნივერსიტეტმაც, სადაც აღნიშნული იყო რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ რექტორის ბრძანება ჯერ არ არის გამოცემული, სტუდენტებს კი უფლება აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

მანამდე უნივერსიტეტში პოლიცია სამჯერ გამოიძახეს, დააჯარიმეს პროტესტში მონაწილე სტუდენტები, ხოლო შემდეგ, როგორც სტუდენტები ამბობენ, დაკავებით დაემუქრნენ. სტუდენტები იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ შენობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S