Accentnews.ge
მაჭარაშვილი: აქამდე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაში ხელს "დიფ სთეითი“ გვიშლიდა

მაჭარაშვილი: აქამდე, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაში ხელს "დიფ სთეითი“ გვიშლიდა

11/03/2025 10:21:42 პოლიტიკა

სადავო პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკასაც "დიფ სთეითს“ უკავშირებს.

"ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, როცა ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ის ნაბიჯები გადაედგა, რაც აუცილებელია ეროვნული იდენტობის მახასიათებლების შესანარჩუნებლად. იგივე, გენოფონდის შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული საკითხია, რომ საქართველოში გენოფონდი გადარჩეს და საზოგადოება ჯანსაღი წესით ცხოვრობდეს.

აქამდე კანონმდებლობის გამკაცრებაში ხელს "დიფ სთეითი“ გვიშლიდა. ამერიკის ელჩის სახით მათი მეფისნაცვალი იჯდა, ყოფილ ელჩს ვგულისხმობ. ასევე ბრიუსელიდან ევროკავშირის ელჩია, რომელთა პირდაპირი ჩარევები იყო. პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის განცხადებები ნახეთ, რომ მაგიდაზე ხელების ბრახუნით საკითხების გადაწყვეტა უნდოდათ. ახლა ის დრო დადგა, როცა შეგვიძლია, ეროვნული საკითხები წინა ხაზზე წამოვწიოთ",- ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სადავო პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S