Accentnews.ge
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად დაინიშნა ტრამპის მცველი, რომელიც თავდასხმის დროს მას გადაეფარა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად დაინიშნა ტრამპის მცველი, რომელიც თავდასხმის დროს მას გადაეფარა

11/03/2025 10:11:36 მსოფლიო

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ახალ უფროსად დაინიშნა აგენტი შონ კარანი, რომელიც დონალდ ტრამპს გადაეფარა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი თავდასხმის მცდელობის დროს.

Fox News-ის ცნობით, 10 მარტს, საღამოს კარანმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ფიცი დადო.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ "მან საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლე გადაერჩინა". ეს ქმედება, ნოემის თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტის ერთგულებაზე მეტყველებს.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა წინასაარჩევნო შეხვედრის დროს 13 ივლისს, პენსილვანიაში მოხდა.

შონ კარანი საიდუმლო სამსახურში 2001 წლიდან მუშაობს. ის პასუხისმგებელი იყო ტრამპის დაცვაზე მისი პირველი ვადის განმავლობაში და შემდეგაც. კარანს დაქვემდებარებაში 85 ადამიანი ჰყავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S