Accentnews.ge
ზელენსკი: იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს, როგორც მშვიდობის მისაღწევად, ისე მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით

ზელენსკი: იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა დადებით შედეგს მოიტანს, როგორც მშვიდობის მისაღწევად, ისე მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით

10/03/2025 12:21:31 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა შედეგს გამოიღებს როგორც მშვიდობის მიღწევის, ასევე აშშ-ისგან მხარდაჭერის გაგრძელების თვალსაზრისით.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ხვალ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მშვიდობის მიღწევისთვის – დაგეგმილია ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში. მომზადებულია უკრაინისა და შეერთებული შტატების გუნდების შეხვედრა საუდის არაბეთში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

რამდენიმე საათში უკრაინის დელეგაცია საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ზელენსკის განცხადებით, ის დღეს საუდის არაბეთის პრინცს შეხვდება. უკრაინული დელეგაცია ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ დარჩება, თუმცა შეხვედრას თავად ზელენსკი არ დაესწრება. შეხვედრას უკრაინიდან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა დაესწრებიან. შეერთებული შტატების ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთს მარკო რუბიო ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S