Accentnews.ge
რუბიო: USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ

რუბიო: USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაუქმებთ

10/03/2025 10:49:26 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით,USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად უქმდება.

„6 კვირიანი განხილვის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5200 კონტრაქტმა, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა კიდეც) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს“, - წერს რუბიო პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელდება:

„კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ განზრახული გვაქვს დარჩენილი პროგრამები (დაახლოებით 1000), რომელსაც ვინარჩუნებთ, უფრო ეფექტურად იმართებოდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

დიდი მადლობა DOGE-სა და ჩვენს დაუღალავ თანამშრომლებს, რომლებმაც მრავალი საათი იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის განსახორციელებლად".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S