Accentnews.ge
კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ ქარნი შეცვლის

კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს მარკ ქარნი შეცვლის

10/03/2025 05:52:06 მსოფლიო

კანადის მმართველი "ლიბერალური პარტიის" ახალ თავმჯდომარედ მარკ ქარნი აირჩიეს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის.

"ლიბერალური პარტიის" თავმჯდომარის არჩევნებში, რომელიც 9 მარტს ჩატარდა, მარკ ქარნიმ ხმების 85%-ით გაიმარჯვა. არჩევნებში კიდევ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა.

ქარნი, რომელსაც 16 მარტს 60 წელი უსრულდება, კანადის ბანკის ყოფილი მმართველია. იგი კანადის გარდა, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის მოქალაქეა.

ქარნის, როგორც პრემიერ-მინისტრს მოუწევს რთული მოლაპარაკებებიც კანადის ტრადიციულ მოკავშირე და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელთანაც ურთიერთობა დაიძაბა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში უნდა იყოს და პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო არაერთხელ მოიხსენია „გუბერნატორად“. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეცვალოს 25%-იანი საბაჟო გადასახადებით. ტარიფების ამოქმედება აპრილამდეა გადადებული.

9 მარტს, კანადის "ლიბერალური პარტიის" თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ მარკ ქარნიმ დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კანადის მიტაცების მცდელობაში და განაცხადა, რომ ამას არ დაუშვებენ. მისი თქმით, "ამერიკელებს სჭირდებათ კანადის რესურსები, წყალი, მიწა და ქვეყანა, მაგრამ კანადა არასდროს არანაირი სახით და ფორმით არ იქნება აშშ-ის ნაწილი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S