Accentnews.ge
სამართალდამცველებმა თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

სამართალდამცველებმა თეატრალური უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი 5000-5000 ლარით დააჯარიმეს

09/03/2025 12:33:29 საზოგადოება

სამართალდამცველებმა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტების ნაწილი დააჯარიმეს.

სტუდენტების ნაწილის თქმით, ადმინისტრაციამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც მათ ტერიტორიის დატოვება სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით სთხოვა. სტუდენტებმა სანაცვლოდ ალტერნატიული სივრცე მოითხოვეს, თუმცა ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ მათ ზედმეტად პატარა ოთახი შესთავაზა, სადაც გადანაცვლებაზე უარი განაცხადეს.

"გვითხრეს, რომ უნივერსიტეტის შიგნით პროტესტი არ შეიძლება. რადგან არ ვემორჩილებით იმას, რასაც ადმინისტრაცია გვთხოვს, ყველა დაგვაჯარიმეს 5 000 ლარით. ამ ეტაპზეც, ყველას სახელს და გვარს იწერენ და ჯარიმებს უწერენ. ფიზიკურად ვერ გავჩერდებით იმ პატარა ოთახში ამდენი ადამიანი. არანაირი პირობა არ არის იქ, რომ გავჩერდეთ და არც არის ეს უნივერსიტეტის ტერიტორია, ეს სასწავლო თეატრია, იქ გაპროტესტებსა აზრიც არ აქვს. ჩვენთვის ეს არ იყო მისაღები, უარი ვუთხარით და გვითხრეს, რომ მაშინ ჯარიმას დაგიწერთო", - ამბობს გაფიცული სტუდენტი.

როგორც ადგილზე მყოფმა სამართალდამცველმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, სტუდენტების ნაწილი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რომელიც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს:

"ადმინისტრაციის ნებართვა უნდა ჰქონდეთ იქ პროტესტის გამართვისთვის, რაც არ აქვთ. შესაბამისად, დაჯარიმდნენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S