Accentnews.ge
საფრანგეთი უკრაინას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე 195 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

საფრანგეთი უკრაინას გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე 195 მლნ ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს

09/03/2025 09:46:54 მსოფლიო

საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამისთვის კი გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ პროცენტს გამოიყენებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.

გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.

მინისტრის განცხადებით, საფრანგეთი ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. მისი თქმით, Dassault Aviation, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის. როგორც მან აღნიშნა, ასევე 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S