Accentnews.ge
ირაკლი კუპრაძე სავარაუდოდ, დააკავეს [ვიდეო]

ირაკლი კუპრაძე სავარაუდოდ, დააკავეს [ვიდეო]

07/03/2025 19:47:47 საზოგადოება

პარტია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სავარაუდოდ, დააკავეს.

როგორც თავად კუპრაძის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, ის ავტომობილით თანმხლებ პირებთან ერთდა ვარაზის ხევის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დაახლოებით სამმა ეკუპაჟმა შეაჩერა.

პოლიციელი, რომელსაც მასთან აქვს კომუნიკაცია, ამბობს, რომ აქვს აღნიშნული პირების და მანქანის შემოწმების უფლება. კუპრაძე აწვდის დოკუმენტებს და კითხვის საპასუხოდ განმარტავს, რომ არ აქვს თან კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი და ინტერესდება, რა ნიშნით შეაჩერეს. ამ კომუნიკაციისას პოლიციელები მათ ფიზიკურად ეხებიან და ეუბნებიან, რომ უნდა გადავიდნენ განყოფილებაში, რასაც კუპრაძე აპროტესტებს და წყდება პირდაპირი ეთერი.

დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S