
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა
07/03/2025 07:12:15 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურაზე
"უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაზიანებულია ელექტროენერგიით და გაზით მომარაგების ობიექტები", – განაცხადა მინისტრმა. მას . კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
"იქ, სადაც შესაძლებელია, მაშველები და ენერგეტიკოსები მუშაობენ შედეგების ლიკვიდაციისთვის. ყველა ზომას მივმართავთ ელექტროენერგიით და გაზით მომარაგების სტაბილიზაციისთვის", – აღნიშნა მან.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები გასცა.