
Fox News-ის ცნობით, 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართება აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები
06/03/2025 18:40:33 მსოფლიო
ამერიკული ტელევიზია Fox News-ის ჟურნალისტის ჯაქი ჰაინრიხის ცნობით, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები გაიმართება.
ჟურნალისტის ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში უკრაინულ მხარესთან შესახვედრად ჩავლენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი. ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის დელეგაციაში იქნება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.
"რუბიო, უიტკოფი, უოლცი სამშაბათს ერ-რიადში გაემგზავრებიან, რათა უკრაინელებს შეხვდნენ, მათ შორის, ერმაკს". - წერს Fox News-ის ჟურნალისტი X-ზე.
მანამდე შეხვედრის თაობაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.