Accentnews.ge
პუტინი, "მშვიდობის" მისეული ვერსიის კონტექსტში ამტკიცებს, რომ "სხვისი არაფერი" უნდა, თუმცა "საკუთარს არ დათმობს"

პუტინი, "მშვიდობის" მისეული ვერსიის კონტექსტში ამტკიცებს, რომ "სხვისი არაფერი" უნდა, თუმცა "საკუთარს არ დათმობს"

06/03/2025 17:28:52 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს მეზობელ სახელმწიფოში, ოკუპირებული აქვს კიდევ ერთი მეზობლის - საქართველოს ტერიტორიები, "მშვიდობის" მისეული ვერსიის კონტექსტში ამბობს, რომ "სხვისი არაფერი" უნდა, თუმცა რუსეთი "საკუთარს არ დათმობს".

“ჩვენთვის მშვიდობის ისეთი ვარიანტი უნდა ავირჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პერსპექტივით უზრუნველყოფდა სიმშვიდეს ჩვენი ქვეყნისთვის. სხვისი არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს არ დავთმობთ. და ისეთი ვარიანტი გვჭირდება, რომელიც უზრუნველყოფდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში”, - განაცხადა პუტინმა.

ამ განცხადების ფონია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლა უკრაინაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა შეუჩერა სამხედრო დახმარება უკრაინას, ასევე სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. არაერთმა ევროპელმა ლიდერმა გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას. ევროპაში მსჯელობენ შეიარაღებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S