Accentnews.ge
ჩინეთის სპეცწარმომადგენელი: უკრაინის შეთანხმება არ უნდა განსაზღვრონ მხოლოდ აშშ-მ და რუსეთმა

ჩინეთის სპეცწარმომადგენელი: უკრაინის შეთანხმება არ უნდა განსაზღვრონ მხოლოდ აშშ-მ და რუსეთმა

06/03/2025 14:58:29 მსოფლიო

ჩინეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროპულ საკითხებში ლუ შაიმ თქვა, რომ ის „შოკირებულია“ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოუკიდებულებით ამერიკის მოკავშირეების მიმართ ევროპაში და დასძინა, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა განსაზღვრონ მხოლოდ აშშ-მ და რუსეთმა. ამის შესახებ უკრაინული მედია South China Morning Post-ზე დაყრდნობით წერს.

„როდესაც ვუყურებთ, როგორ ახორციელებს ტრამპის ადმინისტრაცია აშკარა და დომინანტურ პოლიტიკას ევროპის მიმართ, ასე ექცევა თავის მოკავშირეებს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროპული პერსპექტივიდან ეს საკმაოდ შემაძრწუნებელია.

მჯერა, რომ ევროპელმა მეგობრებმა უნდა გააანალიზონ ეს და შეადარონ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას. ამით დაინახავენ, რომ ჩინეთის დიპლომატიური მიდგომა აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე, მეგობრობაზე, კეთილგანწყობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე“ - თქვა ლუმ.

მან განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის დისკუსიები მიზნად ისახავს "კრიზისის" გადაწყვეტას, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ევროპის ქვეყნების აღიარებას და მონაწილეობას:

"სხვადასხვა შემოთავაზებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანაბარუფლებიანი განხილვის საგანი და არა ნაკარნახევი რამდენიმე არჩეულის მიერ".

აღნიშნული განცხადებები მან გააკეთა ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ყოველწლიური სესიის დროს, პანელურ დისკუსიაზე სხვა მაღალი თანამდებობის დიპლომატებთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S