Accentnews.ge
მედია: პუტინისადმი ტრამპის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მოკავშირეები სადაზვერვო მონაცემის აშშ-სთვის გაზიარების გადახედვას განიხილავენ

მედია: პუტინისადმი ტრამპის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მოკავშირეები სადაზვერვო მონაცემის აშშ-სთვის გაზიარების გადახედვას განიხილავენ

06/03/2025 14:42:26 მსოფლიო

შეერთებული შტატების ზოგიერთი მოკავშირე განიხილავს იმ სადაზვერვო მონაცემების შემცირებას, რომელთაც უზიარებენ ვაშინგტონს, რუსეთის მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შემრიგებლური მიდგომის საპასუხოდ. ამის შესახებ NBC News ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

წყაროების თქმით, რომელთა შორისაც უცხოელი მაღალჩინოსნებიც არიან, აშშ-ის მოკავშირეები ამ ნაბიჯს განიხილავენ უცხოური აქტივების დაცვასთან დაკავშირებით შეშფოთების გამო, რომლებიც შეიძლება შემთხვევით გამოაშკარავდეს.

მედიასაშუალების ცნობით, აშშ-ის მოკავშირეები, მათ შორის ისრაელი, საუდის არაბეთი და "ხუთი თვალის" ალიანსის წევრები (რომელიც შეერთებული შტატების გარდა მოიცავს ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას და დიდ ბრიტანეთს) იკვლევენ სადაზვერვო მონაცემების გაზიარების მიმდინარე პროტოკოლების გადახედვას, ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთის მიმართ დამოკიდებულების გათვალისწინებით.

"ეს დისკუსიები უკვე მიმდინარეობს", - აღნიშნა არხის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა.

მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ საფრთხე შეუქმნა სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას ნატოს ქვეყნებს შორის, რადგან ალიანსის წევრები სულ უფრო სიფრთხილით ეკიდებიან ერთმანეთს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ახლა მთლიანად შეწყვიტა სადაზვერვო მონაცემების გაზიარება უკრაინასთან, მათ შორის რუსული რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაციისა და HIMARS-ის მოქმედებისთვის საჭირო მონაცემების ჩათვლით.

ამ ფონზე საფრანგეთმა განაცხადა, რომ აგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S